+

შენიშვნებისა და დამატებითი დეტალების გასარკვევად , გთხოვთ, დაგვიკავშირდით ელექტრონული ფოსტის მისამართზე: support@rggdirect.ge



შეკვეთა

• შეარჩიეთ სასურველი მოდელი, შეავსეთ შეკვეთის ფორმა და განათავსეთ შეკვეთა. შეკვეთის ფორმის მიღების დამადასტურებელ მეილს მიიღებთ თქვენს ელ-ფოსტაზე;

• ჩვენი კონსულტანტები გადაამოწმებენ თქვენი შეკვეთილი პროდუქტის ხელმისაწვდომობას მაღაზიაში და დაგიკავშირდებიან შეკვეთის დასადასტურებლად.

მიწოდება

შეკვეთის მიწოდების შესახებ ინფორმაცია ასახულია წესებისა და პირობების და ხშირად დასმული კითხვების განყოფილებაში, დეტალების დაზუსტება შესაძლებელია ოპერატორთან ტელეფონით.

გადახდა

გადახდა შესაძლებელია შემდეგი მეთოდით:
• ონლაინ;
• ნაღდი ფულით შეკვეთის ჩაბარებისას კურიერთან;
• ნებისმიერი საბანკო ბარათით შეკვეთის ჩაბარებისას კურიერთან.


საკონტაქტო ინფორმაცია

შენიშვნების, კითხვების და წინამდებარე ვებგვერდით სარგებლობასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალების გასარკვევად, გთხოვთ, მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე:

შპს „Retail Group Georgia“ (ს/კ: 404399236) და მის ჯგუფში შემავალ შემდეგი შვილობილი/სუბსიდიარი კომპანიები: შპს Master Retail Georgia (Massimo Dutti) (ს/კ 404404765), შპს Best Retail Georgia (Bershka) (ს/კ 404404738), შპს Pro Retail Georgia (Pull&Bear) (ს/კ 404404747), შპს Mega Store Georgia (Stradivarius) (ს/კ 404404756), შპს Retail Group Holding (OYSHO) (ს/კ 404404783), შპს „Master Home Retail“ – Zara Home (ს/კ 405196784)

ფაქტიური მისამართი: ქ. თბილისი 0144, ქეთევან-წამებულის გამზირი #50/18, მე-9 სართული იურიდიული მისამართი: თელავის ქუჩა #20, თბილისი, საქართველო ელ-ფოსტა: support@rggdirect.ge



ხშირად დასმული კითხვები

როგორ ხდება შეკვეთა?
შეკვეთისთვის საჭიროა ოთხი მარტივი საფეხურის გავლა:

  • ეწვიეთ თქვენთვის სასურველი ბრენდის კატალოგს (მიჰყევით ზემოთაღნიშნულ ბმულებს ან ეწვიეთ ბრენდის ოფიციალურ ვებ-გვერდს), დაათვალიერეთ პროდუქცია;
  • შეარჩიეთ სასურველი პროდუქტი და ჩაინიშნეთ მისი სახელი, კოდი, ფასი და სასურველი ზომა. შეავსეთ შეკვეთის ფორმა ბმულზე http://retailgroups.com/inditexOrders/.
  • ჩვენი კონსულტანტები გადაამოწმებენ თქვენი შეკვეთილი პროდუქტის ხელმისაწვდომობას მაღაზიაში და დაგიკავშირდებიან შეკვეთის დასადასტურებლად. შეკვეთა შესაძლებელია ყოველ დღე 9:00-დან 21:00 საათამდე.
  • შეკვეთას მიიღებთ შეკვეთის გაფორმებიდან 1-5 დღეში. გზავნილს მოგიტანთ სასურველ მისამართზე. გადახდა შესაძლებელია ონლაინ ან შეკვეთის ჩაბარებისას კურიერთან ნაღდი ფულით ან ნებისმიერი საბანკო ბარათით.
არსებობს თუ არა მინიმალური შესყიდვის განხორციელების ვალდებულება?
  • არა, შეგიძლიათ შეარჩიოთ ნებისმიერი ღირებულების ნივთი ჩვენი კატალოგიდან.
სად არის შესაძლებელი მიტანა?
მიტანის სერვისი ხელმისაწვდომია შემდეგ ქალაქებში:

• თბილისი
• ბათუმი • ზესტაფონი
• ქუთაისი • გურჯაანი
• რუსთავი • ბორჯომი
• გორი • სენაკი
• ზუგდიდი • საგარეჯო
• ქობულეთი • სამტრედია
• მარნეული • ბოლნისი
• თელავი • ახალციხე
• ოზურგეთი • ლაგოდეხი
• მცხეთა • კასპი
• ფოთი • ხაშური

როგორ ხდება შეკვეთის მიწოდება?
შეკვეთის მიწოდებას ახორციელებს ერთ-ერთი გადამზიდი კომპანია:

  • შპს “საქართველოს ფოსტა” ID: 203836233; მისამართი: სადგურის მოედანი 2, 0100 თბილისი, საქართველო (შეკვეთები მთელი ქვეყნის მასშტაბით)
    ან
    შპს “არამექს საქართველო” ID #406109955; მისამართი: ნავთლუღის ქუჩა 45, 0113; თბილისი, საქართველო (შეკვეთები თბილისში).

რა ღირს მიტანის სერვისი?
  • მიტანის სერვისის ფასია 5 ლარი თბილისში, რუსთავში, მცხეთაში; 10 ლარი - დანარჩენ ქალაქებში.

რომელ საათებში ხორციელდება შეკვეთის ჩაბარება?
  • შეკვეთის ჩაბარება ხდება ყოველდღიურად 10:00 საათიდან 19:00 საათამდე.

რა დრო დასჭირდება ჩემი შეკვეთის მიღებას?
  • შეკვეთას მიიღებთ შეკვეთის გაფორმებიდან 1-3 სამუშაო დღეში თბილისში, 1-5 სამუშაო დღეში საქართველოს სხვა ქალაქებში სასურველ მისამართზე. გადახდა შესაძლებელია ონლაინ ან შეკვეთის ჩაბარებისას კურიერთან ნაღდი ფულით ან ნებისმიერი საბანკო ბარათით.

რა უნდა წარვადგინო შეკვეთის ჩაბარებისას?
  • შეკვეთის ჩაბარებისას საჭირო იქნება თქვენი პირადობის მოწმობის წარდგენა, გთხოვთ, თან იქონიოთ.

შეიძლება სხვამ ჩაიბაროს ჩემი შეკვეთა?
  • რა თქმა უნდა! საჭირო იქნება მან წარადგინოს თქვენი პირადობის მოწმობა.

როგორ ხდება გადახდა?
  • გადახდა შესაძლებელია ონლაინ (სპეციალურ ბმულზე, რომელსაც თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართზე მიიღებთ როდესაც ჩვენი თანამშრომელი შეკვეთას დაგიდასტურებთ) ან შეკვეთის ჩაბარებისას კურიერთან ნაღდი ფულით ან ნებისმიერი საბანკო ბარათით.

ფასები მოიცავს დღგ-ს?
  • დიახ, ვებ-გვერდზე განთავსებული ფასები მოიცავს დღგ-ს.

რა დრო მაქვს შენაძენის გაცვლის ან დაბრუნებისთვის?
  • გაცვლა ან დაბრუნება შესაძლებელია შენაძენის მიღებიდან 14 დღის განმავლობაში გაცვლისა და დაბრუნების წესებისა და პირობების გათვალისწინებით. გაცვლისთვის ეწვიეთ მაღაზიებს თბილისი მოლში, ს/ც მერანში, ისთ ფოინთსა და სითი მოლში საბურთალოზე ან დააბრუნეთ საკურიერო სერვისის გამოყენებით.

გაცვლისა და დაბრუნების წესები და პირობები

ჩვენი მიზანია ჩვენი მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევა. მომხმარებელს შეუძლია გაცვალოს ან დააბრუნოს შენაძენი მიღებიდან 14 დღის განმავლობაში გაცვლისა და დაბრუნების წესების შესაბამისად.

პროდუქციის გაცვლა (მხოლოდ მაღაზიებში) ან დაბრუნება შესაძლებელია თუ ის აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

1) პროდუქციის გამოყენება ან დაზიანება არ მომხდარა;
2) პროდუქციას აქვს თავდაპირველი სახე, შენარჩუნებული აქვს ეტიკეტები და ყველა საჭირო ატრიბუტი.
3) პროდუქციას თან უნდა ახლდეს შესყიდვისას გაცემული ყველა სახის სალაროს ქვითარი და სხვა დოკუმენტები.
შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტი შეიცავს ქარხნულ წუნს ან არის დაზიანებული, მისი შეცვლა ან დაბრუნება განხორციელდება მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად. წუნდებული პროდუქტის ანაზღაურება მოხდება სრულად, მიტანის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და დაბრუნებისთვის საჭირო გონივრული ხარჯების ჩათვლით.


ქვემოთ ჩამოთვლილი პროდუქციის გაცვლა ან დაბრუნება არ ხდება:

1) პარფიუმერია და კოსმეტიკა;
2) საცურაო და პლაჟის კოსტიუმები და თეთრეული (იმ შემთხვევაში, თუ ჰიგიენური ლენტი აქვს მოცილებული);
3) თეთრეული და ბოდეები;
4) აქსესუარები და პირადი ჰიგიენის ნივთები;
5) საბავშვო სათამაშოები, თეთრეული, ბავშვის მოვლასთან დაკავშირებული ნივთები და ჩვილისთვის განკუთვნილი პროდუქცია;
6) საქართველოს ფარგლებს გარეთ შეძენილი პროდუქცია.


შენაძენის დაბრუნება შესაძლებელია:

  • პროდუქციის მაღაზიაში მიტანით,
  • საქართველოს ფოსტის ფილიალებში (საჭიროა დაბრუნების შევსებული ფორმის წარდგენა, რომელსაც პროდუქციის თქვენთან ჩაბარებისას მიიღებთ).
  • იმ შემთხვევაში, თუ არ გაქვთ პროდუქტის ბრენდული პარკი, შეგიძლიათ შენაძენი დააბრუნოთ ნებისმიერი სხვა შეკრული შეფუთვით, რომელიც უზრუნველყოფს პროდუქტის დაცვას დაზიანებისგან ან დაკარგვისგან;
  • დაიმახსოვრეთ, პროდუქციის საფოსტო განყოფილებაში დაბრუნებისას აუცილებელია შეავსოთ დაბრუნების ფორმა. ამ ფორმას მიიღებთ თქვენს შენაძენთან ერთად;
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საფოსტო განყოფილებაში დაბრუნების შესაძლებლობა ვრცელდება მხოლოდ დისტანციურად შეძენილ პროდუქციაზე და არა მაღაზიებში განხორციელებულ შენაძენზე.

კომპანია იტოვებს უფლებას უარი თქვას დაბრუნებული პროდუქციის მიღებაზე, თუ ის არ აკმაყოფილებს ზემოთჩამოთვლილ პირობებს.


პროდუქციის დაბრუნება

1. მაღაზიებში პროდუქციის დაბრუნება ხდება ნაღდი ფულით ან ბარათზე თანხის დარიცხვით.
2. საქართველოს ფოსტის ფილიალების მეშვეობით პროდუქციის დაბრუნების შემთხვევაში, თანხა დაგერიცხებათ თქვენს მიერ დაბრუნების ფორმაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე, ხოლო ონლაინ გადახდის შემთხვევაში, თქვენსავე საბანკო ანგარიშის ნომერზე, რომლითაც განახორციელეთ ონლაინ შეკვეთა, თანხის დაბრუნების გზით. თანხა დაგიბრუნდებათ საქართველოს ფოსტის ფილიალში დასაბრულებელი პროდიქციის ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.


დაბრუნების ფასი

  • 3.85 ლარი (0 კგ - 3.5 კგ),
  • 7.00 ლარი (3.501 კგ - 10 კგ),
  • 12.60 ლარი (10 კგ – 20 კგ).